ჰიდროიზოლაციური საფარველი

0
875

ტელ:


AQAU PLAST    არის – ერთკომპონენტიანი, ძალიან ელასტიური, მალე შრობადი, გადაბმების გარეშე, პოლიმერული, თხევადი მემბრანა. გამოირჩევა მაღალი დეფორმაციული მდგრადობით და უზრუნველყოფს ჰიდროიზოლაციის მაღალ ეფექტს, როგორც ჰომოგენური ფენის ზედაპირზე, ასევე მის ქვეშ .
გამოიყენება საცურაო აუზებში,  წყლის რეზერვუარებში, სარდაფებში, სადრენაჟე ზედაპირზე, ტერასებზე,  სახურავებზე, დეკორის ან მეტლახის ქვეშ.  პრაქტიკულად ყველგან სადაც წყალი არაა სასურველი.
მაგალითები: თაბაშირ–მუყაოს, OSB,  ბეტოპანი (ცემენტი+ხე),  ფანერა, ბეტონი,  ცემენტის საწყისზე– რაზეც ვაგებთ კერამიკულ პლიტას, სველ წერტილებში,  თბობადი იატაკის შემთხვევაშიც.
AQUA PLAST დამზადებულია BASF(Germany)–ის კომპონენტებისაგან , რომლის ტექნოლოგიაც შემუშავებულია გერმანიის ქიმიური კვლევითი ინსტიტუტის მიერ და არის თანამედროვე BIO-ტექნოლოგიური პროდუქტი.
AQUA PLAST უნივერსალური ჰიდროიზოლაციური მასალაა, როგორც გარე ისე შიდა ზედაპირებისათვის, რომელსაც არ გააჩნია ბმული და ნაკერი. მას არ აშინებს მიკრო       ბზარები, მისი ელასტიურობის (წელვადობის ხარჯზე.) გადაბმებსა და კუთხეებში ეფინება არმირების ბადე – პირველსა და მეორე ფენას შორის. AQUA PLAST–თვის არ არის საშიში რთული კლიმატური პირობები, ასევე მდგრადია ულტრაიისფერი სხივების მიმართ  (UV –ultra violet), ასევე გამოირჩევა ყინვა გამძლეობით –60 * C . მიუხედავად იმისა რომ , ფენა არ ატარებს წნევის ქვეშ წყალს , მას ახასიათებს ორთქლის გამტარიანობა (კონდენსატს არ იჩენს შიდა ზედაპირზე). +7* C არის მინიმალური ტემპერატურა სამუშაოს ჩასატარებლად. ახასიათებს მალე შრობა და გაშრობის შემდეგ წარმოქმნის ელასტიურ მემბრანას.
AQAU PLAST  ასევე უნივერსალურია ხმარების წესითაც : ფუნჯით, გორგოლაჭით და მიფრქვევით. რასაც  უნდა მოვერიდოთ, დასაფარი ზედაპირი უნდა იყოს მშრალი და სუფთა (მტვრისაგან და ბეტონის ე.წ. რძისაგან).

AQUA PLAST– ის გამოყენება:

*   საცურაო აუზებში
*   სახურავებზე (შიფერი)
*   სარდაფებში  (ნესტის და სოკოს საწინააღმდეგოდ)
*   ბეტონის და ცემენტნარევი გადახურვებზე
*   ტერასაზე
*   წყლის რეზერვუარებში
*   კერამიკული და თიხის ჭურჭლის ჰერმეტიზაციისთვის
*   სამზარეულოში
*   აბაზანაში
*   აივანზე
*   პლიტებს შორის ნაპრალების ამოსავსებად
*   მეტლახის ქვეშ
*   იატაკის ქვეშ
*   ყველგან –სადაც არასასურველია წყალი

AQUA PLAST–ის უპირატესობანი

  • არ წარმოქმნის ბმულებს და ნაკერებს
  • მოხერხებული და უბრალოა მოხმარებისათვის
  • არაჩვეულებრივი მოჭიდულობა ზედაპირთან (აგდეზია)
  • მალე შრობადი
  • მაღალეფექტური მასალა
  • დრეკადობის უმაღლესი ხარისხი
  • არატოქსიკური
  • არ შეცავს ორგანულ გამზავებლებს
  • მექანიკურად მდგრადი
  • ელასტიურობას ინარჩუნებს ნებისმიერ მეტერეოლოგიურ პირობებში
  • ჯამრთელობისათვის უსაფრთხო

    AQUA PLAST–ის გამოყენების ტექნოლოგია

          მოსამზადებელი სამუშაო:

    ბეტონის /ცემენტის ბაზაზე არსებული ზედაპირი უნდა იყოს , გასუფთავებული      მტვრისა და ცემენტის ე.წ. რძისაგან.

    დატანამდე ზედაპირი უნდა დაიგრუნტოს.
    დაფარვა ხდება ორ ფენად. პირველი ფენის დატანის შემდეგ კრიტიკულ ზედაპირებზე (გადაბმებსა და კუთხეებში) ხდება არმირების ბადის დაფენა.მეორე  ფენის დატანა ხდება პირველი ფენის ზედაპირის  წებოვნების დაკარგვის შემდეგ .

    მასალის თვისებები:

    ფერი: უფერო(სურვილისამებრ შავი, მწვანე, ცისფერი, წითელი).

    მემბრანის წელვადობა ბზარზე: 0,5მმ – 5,0მმ.

    სამუშაოს პირობები: ტემპერატურა +7*C –ის ზემოთ, ჰაერის ტენიანობა არაუმეტეს 65%

    მასალის ხარჯი:   1 მ2 ……… 1,0–1,5 კგ, (დაფარვის სისქის  და სტრუქტურის შესაბამისად)

    ფასი 1კვმ–45 ლარი

     

გაზიარება

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here